воскресенье, 31 мая 2009 г.

სასამართლო

მიღებული, მოპოვებული და შემუშავებული ინფორმაცია გავაერთიანეთ სასამართლო პროცესის სახით და დავდგით თეატრალური წარმოდგენა. ბრალდებულად გამოვიყვანეთ სიგარეტი. რადგან ქ. თბილისის 76-ე საჯარო სკოლა ორენოვანია თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ნადეჟდა ბენკლიანმა და აიშა მამედოვამ სასამართლო პროცესში ჩართეს ქართული და რუსული სექტორის მოსწავლეები. როლები მათ შეთანხმებულად გაინაწილეს. შექმნეს ბუკლეტები და პლაკატები.





სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები, მოწვეული სტუმრები და სკოლის მოსწავლეები.



სცენარი


სასამართლო კოლეგია:

* მოსამართლე __ ანგელინა მირუაშვილი
* მოადგილე __ ორხან ასადულაევი
* მდივანი __ საშა ბარკანოვა
* ადვოკატი __ ფელიქს აჯამიანი
* პროკურორი __ სერგო ჯანყულაშვილი
* ექიმი __ აისა მამედოვა
* ისტორიკოსი __ ვერონიკა ლომინაძე
* სოციოლოგი __ ნადეჟდა ბენკლიანი
* ბიოქომიკოსი __ მადონა ამოევა
* გარემოს დაცვის თანამშრომელი __ ვესილ მოლოლეტკინი
* იურისტი __ ელდარ ცქვიტარია
* სპორტსმენი __ ვლადიმერ ლობაჩოვი



წამყვანი: __ პატივცემულო სტუმრებო, ჩვენ ვიწყებთ სასამართლო პროცესს, სასამართლო კოლეგიას ვთხოვთ დაიკავონ ადგილები (შემოდის სასამართლო კოლეგია და იკავებს სათანადო ადგილს)

მოსამართლე: __ ბატონებო და ქალბატონებო ვიწყებთ სასამართლო პროცესს, განვიხილავთ საქმეს ადამიანის ორგანიზმის მოწამვლის და მავნე ჩვევების განვითარების ბრალდებით. შემოიყვანეთ ბრალდებული. (ორ მოზარდ მოსწავლეს შემოაქვს სიგარეტის მაკეტი და დგავენ განსასჯელის სკამზე ადვოკატის გვერდით)


პროკურორი: __ პატივცემულო მსმენელებო, დღეს მე წილად მხვდა რთული, მაგრამ კეთილშობილური ამოცანა __ ღიად გამოვდივარ თამბაქოს მოწევის წინააღმდეგ. ამოცანა მართლაც ურტულესია, იმიტომ რომ თმბაქოს მოწევამ დაიპყრო ქვეყნები და კონტინენტები. ჩვენს სკოლაშიც შემოაღწია ამ მავნე თვისებამ. მოვიდა დრო, რომ დავიწყოთ ბრძოლა ამ მავნე ჩვევის ამოსაძირკვად. სიგარეტის მოწევამ იმდენად თამამად შემოაბიჯა ჩვენს ყოფაში, რომ გარეგნულად მიიღო მეტად საჭირო ცხოვრებისეული მოთხოვნილების იერი. თქვენ ალბათ შეამჩნიეთ, როგორ ცდილობენ მოზარდები სიგარეტის მოწევას შეუმჩნეველ ადგილებში. მათ უნდა იცოდნენ, რა ზიანი მოაქვს თამბაქოს მათი ჯანმრთელობისთვის.





ადვოკატი: __ პატივცემულო მოსამართლე, თქვენს წინაშეა ბრალდებული __ სიგარეტი. მთელ მსოფლიოში მილიონობით ხალხს უყვარს იგი. როცა სიგარეტს პირველად მოსინჯავ, ხშირად ამას მოსდევს თავბრუხვევა, მაგრამ მიუხედავად ამისა ადამიანი ეჩვევა თამბაქოს წევას, ვერ შორდება სიგარეტს. ზოგი ეწევა იმისთვის, რომ არ გასუქდეს. ზოგს კი სიგარეტი ნერვებს "უმშვიდებს". ციბვ ამინდში კი თბილი კვამლი ადამიანის ორგანიზმს "ათბობს". ამბობენ, რომ მწეველები ავადდებიან ბრონქიტით, ტუბერკულოზიტ, სიმსივნით და ა. შ, მაგრამ არამწეველთა შორისაც არიან ადამიანები ამ დაავადებით. ე. ი. ტყუილად სდებთ ბრალს ჩემს დასაცავ პირს, ტყუილად თვლით მას დამნაშავედ, მაგრამ რაც შეეხება მოზარდებს, ბევი მათგანი ცდილობს მეგობრებში თავი წარმოადგინოს დამოუკიდებელ პიროვნებად. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს __ დიდ ხანს იცოცხლოს თუ არა.

მოსამართლე: __ შეკითხვა მაქვს პრობლების ისტორიიდან. მოიწვიეთ ისტორიკოსი (შემოდის ისტორიკოსი). რას მოგვითხრობთ თამბაქოს ისტორიიდან, საიდან შემოვიდა იგი ჩვენს ქვეყანაში?

ისტორიკოსი: __ ევროპაში თამბაქო ამერიკიდან ქრისტეფორე კოლუმბმა შემოიტანა. ერთხელ კოლუმბი აღმოჩნდა უცნობ კუნძულზე, დაინახა ველურები, რომელთაც კბილებით ეჭირათ ფოთლების კონა. მათთვის უცნობი მცენარე კვამლს გამოსცემდა. ველურებმა შესთავაზეს მოწევა, უარი უნდობლობისა და მტრობის გამოვლინებლად მიიჩნიეს. კოლუმბმა თან ცამოიგო გამხმარი "თამბაქოს" ფოთლების კონები და წამოიყვანა ამ ტომის რამდენიმე მწეველი. წიტელლოყება ველურებმა ევროპელები გააოცეს, როცა საოცარი კვამლი გამოუშვეს პირიდან. ჟან ნიკომ, ყოფილმა ელჩმა დედოფალ ეკატერინე მედიჩის ესპანეთიდან საფრანგეთში საჩუქრად ჩამოუტანა თამბაქოს ფოთლები. ნიკოს გვარიდან წარმოიშვა სიტყვა "ნიკოტინი". ასე უწოდებენ თამბაქოს მთავარ კომპონენტს.

თამბაქომ დაიწყო ევროპაში მოგზაურობა. რუსეთში გავრცელდა პეტრე I-ის მმართველობის დროს. მან უცხოელებისგან ისწავლა თამბაქოს მოწევა. მისი მეფობის დროს გაჩნდა თამბაქოს ფაბრიკები. საქართველოში თამბაქო შემოვიდა XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე. მაშინ არავინ იცოდა, რამდენად მავნეა ეს ჩვევა.

მოსამართლე: __ პრობლემიდან გამომდინარე მაქვს შეკითხვა__ რამდენად მავნებელია თამბაქოს მოწევა??

მდივანი: __ ამ შეკითხვას უპასუხებს სპეციალურად მოწვეული სტუმარი -- ექიმი. (შემოდის ექიმი)



ექიმი: __ თამბაქოს მთავარი შხამი არის ნიკოტინი. იგი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აბრუებს ადამიანს. ამის შედეგად გამომუშავდება ნიკოტინის მოთხოვნილება და ადამიანი ეჩვევა სიგარეტის წევას. ეს არის ნიკოტომანიზმი __ ნარკომანიის მთავარი ავადმყოფური მდგომარეობა. ნიკოტინი ავიწროვებს სისხლძარღვებს, კერძოდ გულის გვირგვინოვან არტერიებს და ამით აუარესებს ქსოვილთა მომარაგებას სისხლით. ამავე დროს აძლიერებს გულის მუშაობას. მაგრამ ეს გაძლიერება უმიზნოა და უნაყოფო. ნიკოტინიიწვევს საჭმლის მომნელებელი მოქმედების მოშლილობას.

თამბაქოს მწეველებში გახშირებულია ბევრი მძიმე დაავადება: ფილტვების კიბო, ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების სკლეროზი და ემფიზემა, სტენოკარდია, გულის კუნთის ინფაქტი, ქრონიკული გასრტიტი, ხორხის კიბო, ქვედა კიდურების სისხძარღვთა სევიწროება და განგრენა. მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს: ფილტვის კიბო სიგარეტის მწეველთა შორის 10-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე იმ ხალხში ვინც არვეწევა; გულის კუნთის ინფარქტის მწეველები 2-4-ჯერ უფრო ხშირად და უფრო მძიმედ ავადმყოფობენ. მწეველ ქალებში ფეხმძიმობა უფრო ხშირად იძლევა ტოქსიკოზს, ხშირია გართულებული მშობიარობა. მწეველი ქალის ახალშობილს აკლია წონაში 300-400 გრ,მათ შორის გახშირებულია თანდაყოლილი სიმახინჯეები; მწეველი მშობლების შილი ცუდად ვითარდება, ხშირედ ავადმყოფობს ფილტვების ანთებით. ყველა სახით თამბაქო არის მავნე: ჩიბუხიც, სიგარეტიც, ბურნუთიც, მაგრამ ყველაზე უფრო საშინელია სიგარეტი. ვერც ფილტრი იძლევა ვერავითარ გარანტიას. კვამლი დაუბრკოლებლად ჩადის ფილტვის ქსოვილის სიღრმეში და იქიდან მისი შხამი თავისუფლად იჭრება ორგანიზმში.

მოსამართლე: __ პრობლემიდან გამომდინარე მაქვს შეკითხვა -- რა ნივთიერებებისგან შედგება თამბაქო და მისი კვამლი?

მდივანი: __ სიტყვა ეძლევა ბიოქიმიკოსს (შემოდის ბიოქიმიკოსი)



ბიოქიმიკოსი: __ ამჟამად მეცნიერებას გააჩნია მრავალჯერ დამტკიცებული ფაქტები, რომ თამბაქო შეიცავს ორგანიზმისთვის სახიფათო შხამიან ნივთიერებებს, რომელთა რაოდენობაც 400-მდე აღწევს. ყველაზე მავნებელია ნიკოტინი, რომელიც აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. თამბაქოს მეორე სახოფათო ნივთიერებაა რადიაქტიული პოლონიუმი 210, რომელიც გროვდება ბრონქებსა და ღვიძლში. კიდევ სხვა სახიფათო ნივთიერებას წარმოადგენს ფისი, რომელიც წარმოიშობა სიგარეტის ფილტრში. ეს ფისი აზიანებს სასუნთქი გზების და ფილტვების ლორწოვანს, იწვევს მის ქრონიკულ ანთებას, ზოგჯერ კი ავთვისებიან გადაგვარებას. თამბაქოს ბოლი კიდევ მრავალ ნივთიერებას შეიცავს, მათ შორისაა ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, დარიშხანი, რადიაქტიული ნივთიერებები და სხვა. ვისთვის არის მავნე სიგარეტის ბოლი, მხოლოდ მწეველისთვის? __ არა! სიგარეტის ბოლი აბინძურებს ჰაერს და მძიმე გავლენას ახდენს იმ ადამიანებზე, ვინც ამ ჰაერს შეისუნთქავს. თამბაქოს კვამლში მრავალი მომწამლავი ნივთიერებაა. პატივცემულო მოსამერთლე და მსმენელებო, მინდა შემოგთავაზოთ თამბაქოს ბოლის შედგენილობის სქემა. (ქვემოთ მოცემული სქემა ურიგდება დარბაზში მყოფ აუდიტორიას).

თამბაქოს ბოლის შედგენილობაა:

კანცეროგენული ნივთიერებები

1. ბენზოპირინი
2. O _ ჰიდროქსიბენზოლი
3. ნიტროზამინი
4. გიდრაზინი
5. ვინილქლორიდი
6. ამიაკის ნაერთები

გამაღიზიანებელი ნივთიერებები

1. პროპენალი
2. კეტონები

მომწამვლელი ნივთიერებები

1. ნახშირბადის (II) ოქსიდი (CO)
2. გოგირდწყალბადი (H2S)

მომწამვლელი ალკალოიდები

1. ნიკოტინი
2. ნიკოტეინი
3. ნორნიკოტეინი და ა. შ.



სასამართლო პროცესში ერთვება სოციოლოგი და ითხოვს სიტყვას.

სოციოლოგი: __ ნება მიბოძეთ, შექმნილი პრობლემიდან გამომდინარე დავამატო, რომ სიგარეტის წევის საერთო შედეგი ის არის, რომ მწეველთა შორის გაზრდილის სიკვდილიანობა. სიგარეტის მწეველი საშუალოდ 6-8 წლით ნაკლებს ცხოვრობს, ვიდრე ის, ვინც არ ეწევა. ანადმყოფობის 80% ადამიანის ორგანიზმში დაკავშირებულია სიგარეტის მოწევასთან. აქედან გამომდინარე ბევრმა ქვეყანამ აირცჰია ჯანსაღი ცხოვრების წესი: სიგარეტის აკრძალვა, სპორტით დაკავება, სასარგებლო პროდუქტების მიღება.

საქართველოში 29 მარტს აღნიშნავენ თამბაქოს საწინააღმდეგო დღეს. ჩვენს სამშობლოში ყოველწლიურად სიგარეტისგან იღუპება 11 000 ადამიანი, მათშორის 3 000 პასიური მწეველია. 2003 წლის 1 აპრილიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც აკრძალავს სიგარეტის რეკლამას ტელევიზიითა და რადიოთი. 2003 წლის 1 სექტემბრის კანონი კრძალავს საგადოებრივ ადგილებში. შემაშფოთებელია ის გარემო, რომ მწეველთა რიცხვს ემატება მოზარდთა დიდი რაოდენობა. სიგარეტის მოწევის ფაქტები დაფიქსირებულია ჩვენს სკოლაში. აქედან გამომდინარე ჩვენ ჩავატარეთ კვლევა. ჩატარებული კვლევის მიზანი იყო დაგვედგინა მოზარდების დამოკიდებულება მოწევისადმი და რა არის სიგარეტის მოწევის მიზეზი. შევადგინეთ ანკეტები და ანონიმური ანკეტირება გაიარა 170-მა მოწსავლემ. კვლევა ჩავატარეთ VIII-XI კლასებში. კვლევის შედეგებია:

ანკეტა #1

რა არის სიგარეტის მოწევის მიზეზი?

1. მწეველი ამხანაგებისადმი მიბაძვა __ 36 მოსწავლე
2. ძიება სიახლისა __ 48 მოსწავლე
3. სურვილი, თავი წარმოადგინოს დამოუკიდებელ პიროვნებად __ 54 მოსწავლე
4. ზუსტი მიზეზი არ ვიცი __ 32 მოსწავლე.

ანკეტა #2

თქვენი დამოკიდაბულება მოწევისადმი:

1. როგორი დამოკიდებულება გაქვთ სიგარეტთან?

* დამაკმაყოფილებელი __ 68 მოსწავლე
* უარყოფითი __ 102 მოსწავლე

2. ეწევიან თუ არა სიგარეტს თქვენს ოჯახში?

* კი __ 143 მოსწავლე
* არა __ 27 მოსწავლე

3.როგორ მოიქცევით თუ თქვენმა მეგობარმა დაიწყო სიგარეტის მოწევა?

* შევეცდები გადავაჩვიო მავნე თვისებას __ 106 მოსწავლე
* თვითონ მოვსინჯავ სიგარეტს __ 24 მოსწავლე
* ასეთი მეგობარი არ მყავს __ 40 მოსწავლე

4. პირველად როდის მოწიეთ სიგარეტი?

* 10 წლამდე __ 30%
* 10-15 წლამდე __ 50%
* არ ეწევა __ 20%

მდივანი: __ სიტყვა ეძლევა მოსწავლეს, რომელმაც გაიარა ანკეტირება.

მოსწავლე: __ მე ვფიქრობ, რომ თამბაქოს მოხმარების პრობლემა აქტუალურია ჩვენს სკოლაში. ეს არამარტო სამედიცინო, არამედ მორალური პრობლემაცაა. მწეველი ზიან აყენებს მთელ საზოგადოებას. ჩვენმა თაობამ უნდა იცოდეს, რამდენად მავნებელია სიგარეტის მოწევა. არ უნდა დაიღუპონ თავი ჩვენმა თანატოლებმა, რომლებიც მშობლებისა და მასწავლებლების საიდუმლოდ ეწევიან სიგარეტს. სამწუხაროდ მათ შორის არიან გოგონებიც. ალბათ მათ უნდათ გამოხატონ "ელეგანტურობ" და დამოუკიდებლობა.მაგრამ ისინი არ ითველისწინებენ, ყველა ცივილიზებულ ქვეყნებში ელეგანტურ ადამიანს აქვს სპორტული აღნაგობა, ბევრი გამოჩენილი სპორტსმენი მონაწილეობს რეკლამის რგოლებში. ჩვენმა თაობამ უნდა აირჩიოს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ამის მაგალითია ჩველი მეგობრის, ვლადიმერ ლობაჩოვის მიღწევები სპორტში.

მდივანი: __ მოიწვიეთ სპორტსმენი ვლადიმერ ლობაჩოვი (შემოდის სპორტსმენი)

სპორტსმენი: __ ჩემმა თანატოლებმა უნდა იცოდნენ, რომ მოწევა მავნებელია მათი ჯანმრთელობისთვის. მე ავირჩიე ჯანსაღი ცხვრების წესი. არ ვეწევი სიგარეტს. ამის შედეგია ჩემი მიღწევები სპორტში. მაქვს არაერთი გამარჯვება. მე ვიცი , რომ ჩემი ორგანიზმისთვის საჭიროა სრული ჯანმრთელობა, ამიტომ სიგარეტს ვუთხარი "არა". ნიკოტინი აზიანებს ნერვულ და კუნთოვან სისტემას, ეს კი ხელს უშლის ადამიანს რეკორდების დამყარებაში. მოგმართავთ თხოვნით: გაუფრთხილდით თქვენს და თქვენს გარშემო მყოფთა ჯანმრთელობას.

მოსამართლე: __ ჩვენი პრობლემის კიდევ ერთ ასპექტზე გვესაუბრება გარემოს დაცვის თანამშრომელი.



გარემოს დაცვის თანამშრომელი: __ სიგარეტის მოწევა ზიანს არა მარტო საზოგადოებას, არამედ მთელ გარემოს. ის ანაგვიანებს ქუჩებს და აბინძურებს ჰაერს. სიგარეტი იყო მთელი რიგი ხანძრების მიზეზი. ჯერ კიდევ 1634 წელს ხანძრის მიზეზი აღმოჩნდა თამბაქოს მოწევა. ამ საშინელმა ხანძარმა გაანადგურა მოსკოვის დიდი ტერირორია. ამის შემდეგ მწეველებს მკაცრად სჯიდნენ, სასიკვდილოდაც იმეტებდნენ. თამბაქოს მოვაჭრეებს კი ასახლებდნენ. 1663 წელს ხანძარმა გაანადგურა კონსტანტინოპოლი, რომლის მიზეზიც იყო სიგარეტი. სულთან მურად IV შემოიღო მწეველების სიკვდილით დასჯა. სამწუხაროა, რომ ჯერ არ არის მიღებული მკაცრი ზომები ჩვენს ქვეყანაში მწეველების მიმართ.

ადვოკატი: __ ჩვენ ბევრი აზრი მოვისმინეთ სიგარეტის მავნებლობაზე, მაგრამ არის შემთხვევები თამბაქოს სარგებლობაც მოაქვს. მაგ: ნიკოტინ-სულფატს იყენებენ მცენარეების დასაცავად სხვადასხვა მწერისგან. დიასახლისები კი შალის ტანსაცმელს ინახავენ თამბაქოს ფოთლებში ჩრჩილისგან დასაცავად.

პროკურორი: __ ადვოკატს მოჰყავს მოძველებული ფაქტები. ახლა არსებობს თანამედროვე ხერხები მწერებისგან დასაცავად. ადვოკატის მაგალითები უსაფუძვლოა და შემოვდივარ განცხადებიტ __ მკაცრად დაისაჯოს სიგარეტი.

მოსამართლის მოადგილე: __ სასამართლომ მოისმინე ორივე მხარის ბრალდება და გადის განაცენის გამოსატანად (სასამართლო კოლეგია გადის დარბაზიდან)

სანამ სასამართლო კოლეგიამ განაჩენი გამოიტანა, მსმენელმა აუდიტორიამ იხილა ფილმი "ნიკოტინის მავნებლობა". ფილმის ნახვის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მწეველმა ბავშვებმა აღნიშნეს, რომ ბევრი რამ გაიგეს სიგარეტის მავნებლობაზე. მათ მსჯელობა მოუწონეს მშობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა. სიტყვით გამოვიდა სკოლის იურისტი გიორგი გიგაშვილი, რომელმაც შეაჯამა სასამართლო პროცესი. დისკუსიაში ჩაებნენ მშობლები. მათ მოუწოდეს ყველას, რომ ერთად იბძოლონ მავნე ჩვევების წინააღმდეგ.

დარბაზში მყოფ სტუმრებსა და მშობლებს საკუთარი ლექსი წაუკითხა XI კლასის მოსწავლემ გიორგი არტიომენკომ.

Курить иль не курить
У вас готов ответ?
Что же, вы решайтё сами.
Пусть на минуту тихо станет в зале.
Подумайте, чего хотите вы?
Прислушайтесь, что сердце скажет
И разум ваш,какой вам даст совет?
Силён ты или слаб?
Свободен или раб?


სასამართლო კომისიამ დარბაზს გააცნო მიღებული განაჩენი. სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა: 
• სიგარეტი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის;
• მოაქვს ზიანი საზოგადოებისთვის;
• ხშირად ხდება ხანძრის და უსუფთაობის მიზეზი;
• ოჯახში მოაქვს მატერიალური და მოლარული ზიანი.

ამ მიზეზებით დადგინდა __ სიგარეტი გაძევებული იქნას 76-ე საჯარო სკოლიდან და განადგურდეს.

განაჩენის გამოტანის შემდეგ დარბაზში მყოფ პირებს გაუჩნდათ სურვილი მათ ხელში არსებული სიგარეტების განადგურებისა, რაც სკოლის ეზოში განხორციელდა.

 

სიგარეტის განადგურებას მოფყვა აქცია “კანფეტები სიგარეტის ნაცვლად”. პროექტის ფარგლებში მშობლებმა, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მოაწყეს გასვლითი აქცია აეროპორტის დასახლებაში. 

 

მოსახლეობას დაურიგეს ბუკლეტები წარწერით: "მოწევა მავნებელია __ კანფეტი უვნებელია". მწეველებს მიართვეს კანფეტები და სთხოვეს სიგარეტის ნაცვლად მიეღოთ კანფეტი.



 

აქციის დამთავრებისთანავე მოხდა პროექტის შეფასება. აქციის მონაწილეები დაბრუნდნენ სკოლის შენობაში. გაიმართა დისკუსია. დისკუსიის შედეგად პროექტი წარმატებულად შეფასდა. პროექტის ღირებულება მდგომარეობდა იმაში, რომ მუშაობაში იყვნენ მწეველი მოსწავლეები, მშობლები, რომლებმაც გამოავლინეს თავის შემოქმედებითი უნარიც. 

შედეგები: 

• ბავშვებმა დაინახეს და გაიაზრეს სიგარეტის მავნებლობა;
• მოზარდებმა შიშით შეხედეს სიგარეტის მავნე თვისებებს;
• მშობლებმა გადაწყვიტეს მეტად გააკონტროლონ შვილები;
• რამოდენიმე მოსწავლემ დადო პირობა, რომ სიგარეტს აღარ მოწევს.
• ბავშვებმა აირჩიეს ჯანსაღი ცხოვრების წესი.